"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე ახალ საარჩევნო ბლოკში გია თორთლაძის პარტიის შესაძლო გაწევრიანებას კატეგორიულად გამორიცხავს.
როგორც თარგამაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი რამ არც განიხილება.
"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თორთლაძის პარტიასთან არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა", - განმარტავს თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", პარტია "ჩვენ თვითონ" და "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" საარჩევნო ბლოკს ქმნიან.
თარგამაძე-დავითაია-კოტრიკაძის საარჩევნო ბლოკის სახელწოდებისა და საარჩევნო სიის პრეზენტაცია თვის ბოლომდე მოხდება.