აშშ-ს და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც გაირკვა, რომ სააკაშვილი-ობამას შეხვედრა აშშ არ შედგებოდა. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილემ ნინო კალანდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პრეზიდენტ სააკაშვილის აშშ-ში გამგზავრებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ შედგებოდა. სწორედ ამის გამო პრეზიდენტი ობამას ინიციატივით მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც აშშ-ს პირველმა პირმა საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.