საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 14-17 აპრილს სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის მიზანია გაერო-ს კუთხით, საქართველოს დღის წესრიგში მდგარი პრიორიტეტული საკითხების განხილვა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძე შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის ხელმძღვანელთან და გაეროს წევრი ქვეყნების, მათ შორის უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების, მუდმივ წარმომადგენლობებთან და რეგიონალურ ჯგუფებთან.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს შტაბ-ბინაში ბრიფინგს გამართავს და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.