15 აპრილიდან ეუთოს წარმომადგენლები თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვებას დაიწყებენ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის სააგენტოს წარმომადგენლები უკვე საქართველოში იმყოფებიან და წინასაარჩევნო პროცესის დაკვირვებას 15 აპრილიდან შეუდგებიან.
"ჩვენი მიზანია არჩევნებმა გამჭირვალედ და დემოკრატიულად ჩაიაროს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობა ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოვითხოვეთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოსულიყო. ეუთომ თავისი წარმომადგენლები უკვე გამოგზავნა, რომლებიც, როგორც წინასაარჩევნო, ასევ არჩევნებს და მის შემდგომ პერიოდსაც დააკვირდებიან", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ეუთოს წარმომადგენლები შეხვედრებს, როგორც ხელისუფლების, ასევე არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის და თბილისის მერის არჩევნები ამ წლის 30 მაისს გაიმართება.