შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სუფსის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (შეტყობინებისა და შეთანხმების გარეშე სხვა გემთან მისვლა და მიბმა) დარღვევის ბრალდებით თევზსაჭერი სეინერ „AKER" და "BALIKCILIK-4"-ის შკიპერები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად 500 (ხუთასი) ლარით დააჯარიმეს.
მასალის გამოყენების პირობები