სკანდალური ფილმი "ინტერვიუ" ინტერნეტ-ლიდერი გახდა. 4 დღის განმავლობაში ფილმი ონლაინ-გაქირავებაში 2 მილიონჯერ შეიძინეს. "ინტერვიუ" ინტერნეტ-მომხმარებელთა რეკორდულმა რაოდენობამ ნახა საიტ iTunes-ზეც. ფილმის პრემიერა 25 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა ჰაკერთა მუქარისა და ფხენიანის პროტესტის გამო ჩაიშალა. ფილმი 2 ამერიკელ ჟურნალისტზე მოგვითხრობს, რომლებიც სპეცსამსახურებისგან ჩრდილოეთ კორეის ლიკვიდაციის დავალებას მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები