თურქეთის ქალაქ რიზეში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სანაპიროს გასწვრივ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საგზაო ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ბარიერს შეეჯახა.
მომხდარს თურქეთში საქართველოს საკონსულოც ადასტურებს. ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.