გავრცელებული ინფორმაციით ავიაკომპანია ,,air asia" - ს თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურში მიფრინავდა, სადიპეტჩერო სამსახურის რადარებიდან გაქრა.
ავიალაინერში 155 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის შემდეგაც კურსი დაკარგა და სავარაუდოდ, კუნძულ ბელიტუნგის წყლებში ჩავარდა.
თუმცა, ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო სატრანსპორტო მიმართულების გენერეალური დირექტორი, ჯოკო მურჯატმო ავიალაინერის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებს.
,,ამ დროისთვის, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით, გარდა იმისა, რომ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა." - აღნიშნა მან ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები