უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის მამას, მიხეილ გრიგალაშვილს, „ოქროს პერგამენტი" გადაეცა.
ალექსანდრე გრიგალაშვილი 2014 წლის ადამიანად, 24 დეკემბერს, „ოქროს პერგამენტის" ლაურეატების - „წლის ადამიანებისა და კომპანიების" დაჯილდოვების ცერემონალზე დასახელდა.
"ძალიან დიდი მადლობას ვუხდი ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს", საზოგადოებას ჩემი შვილის გახსენების გამო. მინდა ყველას დიდი მალდობა ვუთხრა, რომ ჩემი გმირი შვილი სათანადოდ დააფასეს. ძალიან კარგი შვილი მყავდა, მებრძოლი, გულადი და შეუპოვარი. ის უკრაიანაში საქართველოს გამო იბრძოდა. 4 წელი იყო სამხედრო სამსახურში. არ შეეძლო სამხედრო ცხოვრების გარეშე. 2 თვის წასული იყო უკრაიანში და მისი გარდაცვალება მედიით გავიგე",- განაცხადა „ოქროს პერგამენტის" გადაცემისას ალექსანდრე გრიგოლაშვილის მამამ მიხეილ გრიგოლაშვილმა.
„ოქროს პერგამენტი" მიხეილ გრიგოლაშვილს სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის" სახელით მეცნიერებათ დოქტორმა, მსოფლიო ჩემპიონმა ჭიდაობაში ბესო მიქელთაძემ და ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერიძემ გადასცეს.
„ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს საპატიოა, ჩემს მეგობარს - მიხეილ გრიგოლაშვილის გადავცე „ოქროს პერგამენტი", მისი შვილის გმირობის დასტურად. მადლობა საზოგადოებას, რომელმაც ალექსანდრე გრიგოლაშვილი "წლის ადამიანად" აღიარა", - განაცხადა ბესო მიქელთაძემ.
ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2014 წლის ადამიანად უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი აღიარეს.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან 18 დეკემბერს დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რასაც ორი მებრძოლი ემსხვერპლა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა.