შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „ONAT"-ი ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ჰიდრავლიკური ზეთის ზღვაში ჩაღვრა) ფოთის პორტის მე-12 ნავმისადგომთან დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაიწყო საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა მე-2 მუხლის მე-7 ნაწილით.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 65000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1244- ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.