ბელარუსის დედაქალაქში მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დღეს არ გაიმართება. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა დიმიტრი მირონჩიკმა განაცხადა. მოლაპარაკების მეორე რაუნდის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. საკონტაქტო ჯგუფი მინსკში ერთმანეთს 24 დეკემბერს შეხვდა. მხარეები ჯერჯერობით მხოლოდ სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები