,,პუტინმა ბევრი რამ ვერ გათვალა, როცა უკრაინის შიდა საქმეებში ჩაერია. თავისი აგრესია მას ძვირად დაუჯდება, ამ ყველაფრის ფასი უკვე ძალიან მაღალია და მომავალში კიდევ უფრო აიწევს." - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კინზინგერი, რომელიც ,,უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ აქტის" ერთ-ერთი ავტორია.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ომი არ იქნება, მაგრამ ამერიკის და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები აუცილებლად ამოქმედდება უკრაინის, საქართველოს და ყველა იმ სახელმწიფოს მხარდასაჭერად, რომელთაც უფლება აქვთ, იყვნენ დამოუკიდებლები და საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტონ.
მასალის გამოყენების პირობები