კიშინოვის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სამგზავრო ჩანთაში საეჭვო ბარგი აღმოაჩნდა. 62 წლის მამაკაცი მამაკაცი მოლდოვას დედაქალაქში მოსკოვიდან ჩაფრინდა და მისი მიზანი დნესტრისპირეთში გადასვლა იყო.
ამის შესახებ მოლდოვას საინფორმაციო საშუალებებს ადგილობრივი სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურმა აცნობა.
,,რუსეთის მოქალაქეს ჩანთაში ჰქონდა სამხედრო ფორმა, სამხედრო ბილეთები, ჯილდოები, ლიტერატურა და სხვა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ის როგორც დნესტრისპირეთის შეიარაღებულ კონფლიქტში, ასევე აფხაზეთის ომსა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა." - აცხადებს მოლდოვას სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი დანიელა მინზატუ.
დაკავებულის თქმით, დნესტრისპირეთში ის სამხედრო პირების დასაჯილდოებლად მიემგზავრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები