საუდის არაბეთში ორი ქალბატონი, რომლებსაც ბრალად ავტომანქანის ტარება ედებათ, სპეციალური სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, სადაც მხოლოდ ტერორიზმში ბრალდებულებს ასამართლებენ. 25 წლის ლოუჯან ხატლულსა და 33 წლის მაისა ამუდის მკაცრი სასჯელი ელით. პატიმრობის გარდა მათ სოლიდური ჯარიმის გადახდაც მოუწევთ. საუდის არაბეთში ქალებს მანქანის ტარება ეკრძალებათ. მათი უფლებების დისკრედიტაციის გამო ქვეყანაში პერმამენტული საპროტესტო აქციები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები