ყირიმსა და სევასტოპოლში ელექტროენერგიის გარეშე 600 ათასამდე მცხოვრებია დარჩენილი. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება. უწყების განმარტებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყირიმის ნახევარკუნძულს კიევმა ელექტროენერგიის მიწოდება 2 დღის წინ შეუწყვიტა, მოგვიანებით კი ყირიმისთვის 400 მგვ-ის მიწოდებას დათანხმდა.
მასალის გამოყენების პირობები