კიევი დონბასელ სეპარატისტთა ამნისტირების პირობებს ასახელებს. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ამნისტია ამბოხებულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხებათ, თუ ისინი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდნენ. „ისინი არ დაისჯებიან, თუ უბრალოდ პატრულის ფუნქცას ასრულებდნენ, იცავდნენ საწყობებსა და იარაღის მარაგს. ვისაც უკრაინული ფორმირებების წინააღმდეგ არ უბრძოლია, თავისუფალი იქნება, მხოლოდ იმ პირობით, თუ უკრაინულ სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლებს,"-აცხადებს ლისენკო.
მასალის გამოყენების პირობები