მინსკის საკონტაქტო ჯგუფის წევრები დღეს ბელარუსის დედაქალაქში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. პირველი შეხვედრა მათ მინსკში 24 დეკემბერს გამართეს. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. მოლაპარაკების დეტალები მოგვიანებით სეპარატისტებმა გაახმაურეს. მათი მტკიცებით, მოლაპარაკებებზე კონკრეტული შეთანხმებები ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ტყვეების გაცვლის პროცესის გაგრძელებაა.
მასალის გამოყენების პირობები