ქართული ნიჭის დღესასწაული
ნინო ჩხეიძეს ყველა იცნობს არამხოლოდ როგორც ლეგენდარული უშანგი ჩხეიძის დას. იგი გამორჩეული მსახიობია ქართულ თეატრში, - სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი, თბილი იუმორით აღსავსე, უაღრესად მართალი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მის პიროვნულ ხიბლს იმერული კოლორიტი ამშვენებს. მას არ უთამაშია დედოფლები და გმირი ქალები. აძლევდნენ პატარა როლებს და მისი ბუნებრივი ნიჭი ამ ეპიზოდურ სახეებს მატებდა მასშტაბს. ძალიან ცოტაა ქართულ თეატრში ასეთი მსახიობი, - მცირე როლებით დიდ სათქმელს რომ გვიტოვებენ! ის თამაშობდა ყოველთვის ცოცხალ ადამიანებს ჩვენი ცხოვრებიდან, უღიმღამო ყოფიდან და ქმნიდა დაუვიწყარ ხასიათებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნინიკო ჩხეიძის როლებში განუყოფლადაა შერწყმული არტისტისა და ლიტერატურული გმირის თვისებები. არ ბაძავდა არავის, მან აირჩია თავისი გზა; არც იმით უსარგებლია, რომ უშანგი ჩხეიძის და იყო, თუმცა კი ყველასგან განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდა, როცა გაიგებდნენ, რომ უშანგის და იყო!
ჩრდილში დგომა აირჩია, არ აწუხებდა არავის, არ ითხოვდა ტიტულებსა და ორდენ-პრემიებს. მარჯანიშვილის თეატრის „ვარსკვლავთცვენაში" დამკვიდრდა ნელ-ნელა, უბრალოდ და უხმაუროდ. და, თ
მასალის გამოყენების პირობები