2014 წლის საუკეთესო ჟურნალისტებად ტელეკომპანია "იმედის" სახე ინგა გრიგოლია და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის სახე გიორგი გაბუნია დასახელდნენ. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სამორინე "შანგრი ლამ" უმასპინძლა, 2014 წლის ჟურნალისტებად ინგა გრიგოლია და გიორგი გაბუნია აღიარეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე ჟურნალისთვის ეს უკვე მეორე "ოქროს პერგამენტია": ინგა გრიგოლიამ წლის საუკეთესო ჟურნალისტის ტიტული და შესაბამისად "ოქროს პერგამენტი" 2008 წელს მიიღო, ხოლო გიორგი გაბუნია 2013 წლის საუკეთესო ჟურნალისტი გახდა.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის გენერალური სპონსორი კაზინო „შანგრი ლა", ხოლო სპონსორები „ოდისია პრომოუშენი", ღვინის კომპანია "ვაზიანი" და "სტილ ლაინი" იყვნენ.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები კი იყვნენ რუსთავი 2, რადიო „ფორტუნა", გაზეთი „პრემიერი", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო".