სერიალის „სექსი დიდ ქალაქში" თაყვანისმცემლებისთვის პრესაში სასიხარულო ახალი ამბავი გავრცელდა. სარა ჯესიკა პარკერი HBO-ს ახალ მელოდრამაში ბრუნდება. თუმცა მას არც თუ მხიარული სახელი ერქმევა - „განქორწინება".
როგორც The Hollywood Reporter-ი წერს, ამ ჯერზე პარკერის გმირს მეგობრები არწმუნებენ ქმარს გაეყაროს. მაგრამ თავად ის დარწმუნებული არ არის და ყოყმანობს, რადგან განქორწინებასთან დაკავშირებული სიძნელეების გადალახვა აშინებს. ამასობაში კი გადაწყვეტილებას ქმარი მიიღებს.
დიდი ხნის განმავლობაში სარა ჯესიკა პარკერს ფილმთან დაბრუნება არ უნდოდა. მას ძლიერ აღელვებდა კრიტიკოსების შეფასებები „სექსი დიდ ქალაქში-2"-ის მიმართ. მაგრამ სერიალის ახალ სეზონს მსახიობი არ აპროტესტებს.