2014 წლის საუკეთესო კომპანია "საქართველოს ბანკი" გახდა. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სამორინე "შანგრი ლამ" უმასპინძლა, 2014 წლის საუკეთესო კომპანიად "საქართველოს ბანკი" აღიარეს.
"საქართველოს ბანკი" ემსახურება 1.3 მილიონამდე მომხმარებელთა ანგარიშს, აქვს საქართველოში სერვისცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელი (206 სერვისცენტრი), საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი (510 ბანკომატი), 2038 თვითმომსახურების ტერმინალი Express Pay, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24-საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.
"საქართველოს ბანკი" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც აქვს მინიჭებული რეიტინგი სამივე გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: Standard & Poor's: ‘BB-/B', Moody's: ‘B1/NP' (FC) & ‘Ba3/NP' (LC), Fitch Ratings: ‘BB-/B'
ბოლო მონაცემებით, "საქართველოს ბანკის მთლიანი აქტივები 6,667.7 მილიონ ლარს შეადგენს, მთლიანი ვალდებულებები კი ¬- 5,410.8 მილიონ ლარს.
"საქართველოს ბანკის" აქციონერები, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით: აქციების 36%-ს ფლობენ ინსტიტუციონალური ინვესტორები დიდი ბრიტანეთიდან, 56.9%-ს - განვითარებადი ბაზრებით დაინტერესებული ინსტიტუციონალური ინვესტორები, 5.7%-ს - მენეჯმენტი და თანამშრომლები, 1.4%-ს - მენეჯმენტის ტრასტი (ბონუსების სახით გასაცემი აქციები).
"საქართველოს ბანკის" აქციონერებს შორის არიან (2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით): Firebird Management LLC, Franklin Templeton Investments, IFC, EBRD.
პრემიუმ ლისტინგის შემდეგ (2012 წლის თებერვალი) აქციის ფასი 209%-ით გაიზარდა.
"საქართველოს ბანკი" ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საცალო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი ბანკია, რომელიც ემსახურება 1,336,629 მომხმარებელს.
საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები, ანაბრები, ფულადი გზავნილები, იპოთეკური სესხები, სამომხმარებლო სესხები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სესხები, განვადება, ავტოსესხი, საკრედიტო ბარათები, ლომბარდის მომსახურება და სხვა.
საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მომსახურების მთლიანი სესხების პორტფელი 1,751 მილიონი ლარია, კლიენტთა დეპოზიტები შეადგენს 1,134 მილიონ ლარს.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის გენერალური სპონსორი კაზინო „შანგრი ლა", ხოლო სპონსორები „ოდისია პრომოუშენი", ღვინის კომპანია "ვაზიანი" და "სტილ ლაინი" იყვნენ.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები კი იყვნენ რუსთავი 2, რადიო „ფორტუნა", გაზეთი „პრემიერი", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო".