2014 წლის უცხოურ კომპანიად "კარფური" დასახელდა. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სამორინე "შანგრი ლამ" უმასპინძლა, 2014 წლის უცხოურ კომპანიას "კარფური" აღიარეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჰიპერმარკეტ „კარფურის" მიზანია, უზრუნველყოს მომხმარებელი ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო არჩევნითა და სერვისის მაღალი დონით. მსოფლიოს მასშტაბით "კარფურს" ყველა იცნობს დაბალი ფასების გამო.
როგორც ცნობილია, "კარფური" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალოდ მოვაჭრეა საფრანგეთიდან. "კარფურის" ჯგუფში გაწევრიანებულია "მაფ კარფურის" ჰიპერმარკეტების ქსელი, რომელიც შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ფუნქციონირებს. "მაფ კარფურმა" გახსნა პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში 2012 წლის სექტემბერში, ხოლო შემდგომ წლებში - "კარფურის" მარკეტი სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასა" და "ჯითისიში".
შეგახსენებთ, რომ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის გენერალური სპონსორი კაზინო „შანგრი ლა", ხოლო სპონსორები „ოდისია პრომოუშენი", ღვინის კომპანია "ვაზიანი" და "სტილ ლაინი" იყვნენ.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები კი იყვნენ რუსთავი 2, რადიო „ფორტუნა", გაზეთი „პრემიერი", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო".