დღეს, 24 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ცესკოს ერთ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილ კანდიდატებს უყრიან კენჭს.
მარგველაშვილმა ამჯერადაც ორი კანდიდატი შესთავაზა საკანონმდებლო ორგანოს.
იურიდულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მეორედ ჩააგდო პრეზიდენტის კანდიდატები.
თუ დღევანდელ სესიაზეც დეპუტატებმა წარდგენილ კანდიდატებს, მხარი არ დაუჭირეს ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.
ამჯერად პარლამენტმა ნინო თათრულაიძის და დიმიტრი ჯავახაძეს კანდიდატურებს უნდა უყაროს კენჭი.
მასალის გამოყენების პირობები