თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უერთდება ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაარსებიდან 45 წლის საიუბელიო კვირეულს და 24 დეკემბერს გალა-კონცერტით მიულოცავს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და ორკესტრი. შესრულებული იქნება არიები და დუეტები ზ. ფალიაშვილის, ჯ. პუჩინის, ჯ. ვერდის. შ.გუნოს, ა. პონკიელის, ფ. ჩილეას ოპერებიდან. გალა-კონცერტს უდირიჟორებს ზაზა აზმაიფარაშვილი.
საიუბილეო კვირეული 27 დეკემბერს რ. ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებით" დაიხურება, რომელსაც ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოადგენს. სპექტაკლს უდირიჟორებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი.
საიუბილეო კვირეულის დაგეგმილი ყველა ღონისძიება 18.00 საათზე დაიწყება.