სკანდალურ ფილმ "ინტერვიუს" ამერიკის რამდენიმე კინოთეატრში საშობაოდ აჩვენებენ. ამის შესახებ კომპანია "სონი პიკჩერსის" ხელმძღვანელობამ განაცხადა. ფილმის ჩვენების სურვილი უკვე გამოთქვეს ატლანტისა და ოსტინის კინოთეატრებმა. სკანდალური ფილმი ორ ამერიკელ ჟურნალისტზე მოგვითხრობს, რომლებიც სპეცსამსახურებისგან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ლიკვიდაციის დავალებას მიიღებენ. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე "სონი პიკჩერსმა" ჰაკერებისგან მოქარა მიიღო, რის გამოც ჩვენება არ შედგა. "ინტერვიუს" მწვავე რეაქცია მოჰყვა ფხენიანის მხრიდანაც.
მასალის გამოყენების პირობები