რუსეთში პენსიებს გაზრდიან. საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ანატოლი დროზდოვის განცხადებით, 2015 წლის პირველი თებერვლიდან ხანდაზმულობის პენსია 13 ათას რუბლამდე გაიზრდება. პენსიის ინდექსაციას მომავალი წლისთვის 7,5 პროცენტი უნდა შეედგინა, თუმცა რეალურად ინფლაცია წლის ბოლომდე 9,8 პროცენტს შეადგენს. 18 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ 2015 წელს რუსეთში პენსიების ინდექსაცია არა პროგნოზირებადი, არამედ რეალური ინფლაციის მიხედვით განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები