პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა კომისიის წევრები განაცხადებზე მუშაობას კვირის ბოლოს დაასრულებენ, რის შემდეგაც რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართავენ.
მისივე განმარტებით, კომისიაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრების განაცხადიცაა შესული.
,,კომისიაში არსებით განხილვაზე შემოსულია სულ 225 განაცხადი. რაც შეეხება იმ განცხადებს რომელებიც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, მათი რიცხვი 200-ზე მეტია. შესაბამისად კომისია როცა დაასრულებს მუშაობას, პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციას", _განაცხადა ქორიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიორგობის დღესასწაულზე შეწყალებული 115 მსჯავრდებულთაგან სასჯელი განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ 2 პირს შეუმცირა.
115 შეწყალებულ პატიმართა შორის 7 არასრულწლოვანი იყო , 4 მათგანი სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან, სამს კი შეუმცირდა.
გათავისუფლებულ პატიმართა შორისაა არის ერთი ქალიც იყო.