საყდირისის დამცველები დღეს სასამართლოს მიმართავენ. ისინი იმ განაჩენის აღსრულებას მოითხოვენ, რომელის მიხედვითაც საყდრისზე ნგრევის პროცესი უნდა შეჩერდეს.
ნინო მიქიაშვილი განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არემჯი გოლდი სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებს, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიას მუშაობის უფლება შეჩერებული აქვს.
„არემჯი გოლდს" აეკრძალა ფართომასშტაბიანი წარმოება მანამ, სანამ არ დამთავრდება სასამართლო დავა. სასამართლო დავა ჯერ არ დასრულებულა და ეს გულისხმობს ყველა სასამართლო ინსტანციას. ისინი დღეს უკანონოდ ახორციელებენ იქ სამუშაოებს. არავითარი გიორგაძის და ანთიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ არის კანონიერი და იმის მიმანიშნებელი, რომ მათ აქვთ უფლება იქ იმუშაონ," - განმარტავს მიქიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები