ბარაქ ობამა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს სავარაუდოდ არ დაესწრება. თეთრი სახლის წარმომადგენლის, მარკ სტროჰის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი უახლოეს ხანებში რუსეთში ვიზიტს არ გეგმავს. რუსული მხარის განმარტებით, თეთრი სახლის ლიდერმა მოსკოვისგან მიწვევა უკვე მიიღო. 9 მაისს კრემლი წითელ მოედანზე გრანდიოზული საზეიმო მსვლელობებისა და აღლუმის მოწყობას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები