რუსეთის ეკონომიკური კრიზისი ვაშინგტონის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს არ უკავშირდება. ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ტელეკომპანია СNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ობამას ქმედებებს რუსეთის ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისთან კავშირი არ აქვს. ჩვენ მადლობა საუდის არაბეთს უნდა გადავუხადოთ, რომელმაც ნავთობის ასეთი გაიაფება დაუშვა. ეს რუსეთის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახა,"-განაცხადა მაკკეინმა.
მასალის გამოყენების პირობები