დღეს, 23 დეკემბერს,19:00 სთ-ზე სხვა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის მთავრობის მიერ განხორციელებული არათანმიმდევრული და უგუნური პოლიტიკა.
"ამის არაერთი მაგალითი დაგროვდა. განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ბოლო მოვლენები - საყდრისის აფეთქება და თავდაცვის სამინისტროს მოღალატური, უთავმოყვარეო პოზიცია . სტუდენტები ვაპროტესტებთ ამგვარ განუკითხაობას და ვგმობთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამნაბიჯებს", - ნათქვამია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები