ლეგენდარული მომღერალი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა. მუსიკოსი ბოლო რამდენიმე წელი სიმსივნით იყო დაავადებული. ის კოლორადოს შტატში ცხოვრობდა. კოკერმა სოლო კარიერა 1960 წელს დაიწყო. მომღერალს 40-მდე ალბომი აქვს გამოცემული. მისი ბლუზ-ბალადები მსოფლიო ჰიტებად იქცა. 2008 წელს ჟურნალმა „როლინგ სტოუნსმა" ჯო კოკერი მსოფლიოს 100 საუკეთესო მომღერლის სიაში შეიყვანა.