ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს 21 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო", შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე მ.გ.-ის ავტომობილის დათვალიერების შედეგად მათ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Lyrica - 4 კაფსულა - აღმოაჩინეს. ეს საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს.
საქართველოს მოქალაქე ა.ბ.-ის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას კი მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: CODACET 300/10 - 30 აბი და A.S.A. CODEINE - 20 აბი აღმოაჩინეს. აღნიშნული საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.