ფხენიანი თეთრ სახლზე თავდასხმას გეგმავს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომიტეტი იტყობინება, რომელსაც ფხენიანის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის 1,2 მილიონიანი არმია მზადაა თეთრი სახლის წინააღმდეგ გაილაშქროს და მტრის გასანადგურებლად ყველა სახის შეიარაღება გამოიყენოს. ფხენიანი თეთრი სახლის ლიდერის გუშინდელმა განცხადებამ გააღიზიანა. ბარაქ ობამამ ღიად განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში დააბრუნოს.
მასალის გამოყენების პირობები