პუშკოვი ლუკაშენკოს მილოშევიჩისა და ჰუსეინის ბედს ახსენებს. რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა. "შეერთებულ შტატებთან დამეგობრებას ცდილობდნენ: მილოშევიჩი, გადაფი, ჰუსეინი... მათი ბედი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ახლა ამერიკელები მეგობრობას ლუკაშენკოს სთავაზობენ. საკმაოდ სახიფათო გამოცდილებაა..."-წერს პუშკოვი. ბელარუსის პრეზიდენტი მოსკოვს ხორცის ექსპორტის შეჩერებისთვის გაუნაწყენდა, გუშინ კი კიევში ყაზახ კოლეგასთან ერთად ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. მანამდე მინსკის მიმართ ტონი ვაშინგტონმა შეირბილა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ ბოლო წლებში ვაშინგტონსა და მინსკს შორის ურთიერთობაში გარკვეული პროგრესი შეინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები