Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ ლეონარდო დი კაპრიოს ახალი რომანი აქვს. პაპარაცებმა 40 წლის მსახიობი ლამაზ შავგვრემან ქალთან ერთად დაინახეს. რუსული ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ეს ქალი რომან აბრამოვიჩის ცოლია.
ცნობილია, რომ ლეონარდო წყვილის ძალიან ახლო მეგობარია. პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოსურათზე კარგად ჩანს, თუ როგორ ეხვევიან და კოცნიან ერთმანეთს ჰოლივუდის ულამაზესი მამაკაცი და დაშა ჟუკოვა სასტუმროდან გამოსვლისას. argumentiru.com-ი ირწმუნება, რომ ეს კოცნა სულაც არ ჰგავს მეგობრულს.
ცოტა ხნის წინ მედია იმასაც წერდა, რომ აბრამოვიჩი და ჟუკოვა ერთმანეთს დაშორდნენ. ჟურნალისტები ოლიგარქისა და ბალერინას რომანის შესახებაც წერდნენ.
ამბობენ, რომ აბრამოვიჩის ახალი სიყვარული ბალერინა დიანა ვიშნევა გახდა, რომელიც მილიარდერმა ერთი წლის წინ დახურულ ვახშამზე გაიცნო.
ვიშნევასთან რომანი არ ხმაურდებოდა, რადგან ბალერინა ერთი წლის წინ ცოლად გაყვა პროდიუსერს კონსტანტინ სელინევიჩს.
დარია ჟუკოვას მილიარდერისგან ორი შვილი ჰყავს - აარონი და ლეია.