ბრიტანელი მუსიკოსი სერ ელტონ ჯონი და მისი დიდი ხნის პარტნიორი დევიდ ფერნიში დაქორწინდნენ.
ცერემონია, რომელსაც არც ერთი ჟურნალისტი არ ესწრებოდა, უინძორის მამულში გაიმართა. ქორწინება ჯონისა და ფერნიშის სამოქალაქო პარტნიორობის ხელმოწერიდან ზუსტად ათი წლის შემდეგ შედგა.
67 წლის ელტონ ჯონი და 52 წლის დევიდ ფერნიში ორ ვაჟს ზრდის, წყვილს ორივე სუროგატი დედისგან შეეძინა.
ერთსქესიანთა ქორწინება ინგლისსა და უელსში 2014 წლის 29 მარტს დაკანონდა.