სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს რათა შსს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესი წარიმართოს ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი სტანდარტის - სისწრაფის დაცვით.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ი.ფ.-მ, რომელიც მიუთითებდა, რომ 2008 წლის 12 დეკემბრიდან დღემდე შსს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ი.ფ.-ს შეზღუდული აქვს საკუთრებით სარგებლობის/განკარგვის უფლება.
2008 წლიდან დღემდე, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის ხანგრძლივობა ვერ პასუხობს ეფექტიანი გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს და სტანდარტს, როგორიცაა სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს სწრაფი გამოძიების ჩატარება.
ამიტომაც, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოქალაქის კანონისმიერი უფლებების დარღვევას.
მასალის გამოყენების პირობები