ევროკავშირმა არ იცის, თუ როგორ აღადგინოს უკრაინის ეკონომიკა რუსეთის გარეშე. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა დაწერა. „ერთ-ერთ იტალიურ სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში დავსვი კითხვა: როგორ აპირებს ევროკავშირი უკრაინის დანგრეული ეკონომიკის აღორძინებას? რუსეთის გარეშე? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ მიმიღია, რადგანაც ევროკავშირს პასუხი არ აქვს,"-წერს პუშკოვი.
მასალის გამოყენების პირობები