თავდასხმების სერია საფრანგეთში. ქალაქ დიჟონში ავტომანქანის მძღოლმა "ალაჰ აკბარის" შეძახილებით რამდენიმე ფეხით მოსიარულე გაიტანა. ინცინდენტების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი შესაძლოა ფსიქიკურად იყოს დაავადებული. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი საფრანგეთში 20 დეკემბერსაც ჰქონდა. ახალგაზრდა მამაკაცი "ალაჰ აკბარის" შეძახილებით თავს პოლიციელებს დაესხა, რის გამოც ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.