ბარაქ ობამა თვლის, რომ პუტინმა ის ვერ მოატყუა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია "სიენენისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "როცა საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ჭკუაში მომიგო, ნუ ავიწყდებათ, სანქციები, რომელიც რუსეთს დავუწესეთ. პრეზიდენტი პუტინი დღეს მძიმე ფინანსური კრიზისისა და ეკონომიკური ვარდნის წინაშე დგას და ის სულაც არ ჰგავს ადამიანს, რომელმაც ან მე ან შეერთებული შტატები მოატყუა,"-განაცხადა ობამამ.