უკრაინა ბელარუსს ევროკავშირთან ურთიერთობაშიბ დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა კიევშიBბელარუს კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. თავის მხრივ, ლუკაშენკო პოროშენკოს აღმოსავლეთ კრიზისის დარეგულირების საკითხში დახმარებას დაჰპირდა. "თქვენ პრეზიდენტი ხართ და გული გტკივათ. მეც მტკივა გული უკრაინისთვის. ამიტომ, მინდა გულწრფელადც დაგიდგეთ გვერდში. დაგჭირდებათ რამე? მითხარით და ერთ დღეში გაგიკეთებთ ყველაფერს. არა იმიტომ, რომ ამით სარგებელს ვნახავ, არამედ იმიტომ, რომ მეზობლები ვართ და ერთმანეთის კეთილდღეობაზე უნდა ვზრუნავდეთ,"-განაცხადა ლუკაშენკომ უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას.