მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ჩაიშალა. ამის შესახებ ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებმა განაცხადეს. შეხვედრა ბელარუსის დედაქალაქში დღეისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა გვიან ღამით დონეცკის დეფაქტო ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ კიევი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მანამდე კი, 19 დეკემბერს, საკონტაქტო ჯგუფმა ვიდეოკონფერენცია გამართა. მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები