რონალდუმ პლატინის ხელი არ ჩამოართვა. ინციდენტი მსოფლიო კლუბური ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის შემდეგ, დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალზე მოხდა. ტურნირის გამარჯვებული მადრიდის „რეალის"ლიდერმა უეფას პრეზიდენტს ხელი არ გაუწოდა. სკანდალური საქციელის მიზეზი კი სავარაუდოდ მიშელ პლატინის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც „ოქროს ბურთს" არა რონალდუ, არამედ „ბაიერნის" მეკარე ნოიერი იმსახურებს.