ბელარუსი და რუსეთი საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე ანგარიშსწორებას ამერიკული დოლარით აწარმოებენ. ამის შესახებ ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ განაცხადა. რუსეთის მხარეს კი ოფიცილაური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთთან დოლარებსა და ევროებზე ვაჭრობა გასულ კვირას ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოითხოვა, რასაც ის რუბლის კურსის დაცემით ხსნის.