ნიუ-იორკში პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ვინაობა დადგენილია. ის 28 წლის აფროამერიკელი ისმაილ აბდულა ბრინსლია. ახალგაზრდა ფერადკანიანი ბრუკლინში თავს საპატრულო მანქანას დაესხა. მანქანაში მყოფი ორივე სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ შურისძიება გახდა. როგორც წინასწარი ძიებით დადგინდა, რამდენიმე დღის წინ ბრინსლიმ სოციალურ ქსელებში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ მალე ღორებს ფრთებს გავუკეთებთ. ყოველ მოკლულ ჩვენიანზე 2 ღორს მოვკლავთ." პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების გამო ნიუ-იორკსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც სამარტალდამცავებმა ფერგიუსონში ახალგაზრდა აფროამერიკელი მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები