ზედიზედ სამ უპასუხისმგებლო განცხადებას რომ ხედავ პოლიტიკური პარტნიორი(ები)სგან, მართლა ძალიან მძიმეა, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, უკრაინაში ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის თაობაზე.
"არც ვამეტებ და არც იმ უსაფუძვლო სტერეოტიპული წარმოდგენის გამყარება მინდა, თითქოს ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით ყველაფერი და კრიტიკის გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვთქვა - დიახ, ჩვენ ბევრ დროს ვუთმობთ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვფიქრობთ თითოეულ სიტყვაზე და განცხადებაზე, რომელზეც ვმუშაობთ, ვმსჯელობთ და გიზიარებთ. ხოდა, მორიგი ასეთი "რესპუბლიკური" დღის ბოლოს, ახალი ამბების დათვალიერებისას ზედიზედ სამ უპასუხისმგებლო განცხადებას რომ ხედავ პოლიტიკური პარტნიორი(ები)სგან, მართლა ძალიან მძიმეა", - წერს სამნიძე.
თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშცი აღნიშნავს, "რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას".