21-24 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დრამის ფესტივალი „სასტიკი თეატრის დღეები" გაიმართება. ფესტივალს თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი და სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ.
სასტიკი თეატრის დღეების ფარგლებში გაიმართება იმ პიესების კითხვა, რომელიც თანამედროვე სამყაროს სისასტიკეს დოკუმენტური სიზუსტით ასახავს. პიესებს ცნობილი მსახიობები წაიკითხავენ. „სასტიკი თეატრის დღეები" ხელს უწყობს აქტუალური ქართული დრამისა და იმ პიესების პოპულარიზაციას, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზს წარმოადგენს.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.