სომხეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავა. ვიზიტი 22 დეკემბერს შედგება. რუსეთის დედაქალაქში სერჟ სარგსიანი კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიას დაესწრება. სომხეთის ლიდერი ევრაზიის ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომაზეც არის მიწვეული. ვიზიტის ფარგლებში სარგსიანი სავარაუდოდ რუს კოლეგასაც შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები