სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის ბიუჯეტი რუსეთში 2-ჯერ შემცირდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროგრამა ნაცვლად 55-სა, 30 ტრილიონი რუბლით დაფინანსდება. შეიარაღების ახალი პროგრამა 2016-2025 წლებზეა გათვლილი.
მასალის გამოყენების პირობები